top of page

"მკისა" ნუშის და მოცვის ბაღებს აფართოებს და მებაღეობაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას იწყებს


კომპანია "მკისა” ნუშისა და მოცვის ბაღებს აფართოებს. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის წარმომადგენლები ესაუბრნენ. მათივე თქმით, პარალელურად, აქტიურად გრძელდება ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა ბაღის მოვლისა და მენეჯმენტის მიმართულებით.


“2022 წლის განმავლობაში ბოლნისის ტერიტორიაზე დამატებით 30 ჰექტარი ნუში გავაშენეთ, შესაბამისად ჯამურად უკვე გაშენებულია 40 ჰა. ასევე დასავლეთ საქართველოში, ხობსა და წყალტუბოში მიმდინარეობს მიწის მზადება მოცვის ნერგების დასარგავად. კვლები, სარწყავი სისტემა, ტერიტორიის ინფრასტრუქტურა უკვე მზად არის და ველოდებით სეზონს, რომ ჩვენი მოცვის ნერგების დარგვა აქტიურად დავიწყოთ.


"მკისა" ციფრულ ტექნოლოგიებს ქართულ სოფლის მეურნეობის დარგში ნერგავს. ჩვენი ავტომატური საირიგაციო სისტემისა და მეტეო სადგურის დახმარებითაც ნალექებს, ქარის სიჩქარეს, მცენარის მდგომარეობას და სხვა მნიშვნელოვან მონაცემებს ვზომავთ. ახლა უკვე დავნერგეთ სპეციალური აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია წინასწარ გავიგოთ მოსალოდნელი დაავადებების ან მავნებლების შესახებ და მივიღოთ პრევენციული ზომები"


Comments


bottom of page