top of page

ნუშის სექტორი ყოველწლიურად 4.5-5%-ით იზრდება

მკისას“ აღმასრულებელი დირექტორის გიგი გაჩეჩილაძის განმარტებით, ნუშის სექტორი ყოველწლიურად 4.5-5%-ით იზრდება.

მისი ინფორმაციით, ნუშის ბიზნესში შესვლის მთავარი მოტივატორი საქართველოში კულტურის განვითარების პოტენციალი და ბაზარზე მაღალი მოთხოვნის მაჩვენებელი იყო.

„2020 წელს დავიწყეთ ამ მიმართულებით საქმიანობა. გადაწყვეტილების მიღებამდე, პირველ რიგში გავაანალიზეთ ბიზნესმოდელი, კარგად შევისწავლეთ სექტორი და შევარჩიეთ სუპერინტენსიური ჯიშის ნერგები. ბევრი სხვა უპირატესობის გარდა, სუპერინტენსიური ბაღის მართვა შესაძლებელია სრულიად მექანიზირებულად და გარდა ამისა მოსავლის აღებაც ერთი წლით უფრო ადრე ხდება, ვიდრე ინტენსიურის ან ტრადიციული ბაღების შემთხვევაში.“-აღნიშნა გიგი გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, ფერმერები მაქსიმალურად უნდა გადაერთონ ბაღებში აგრონომიული ტექნოლოგიების დანერგვაზე, რადგან ეს საშუალებას მისცემთ მათ, უფრო ზუსტად, სწრაფად და ოპერატიულად მართონ ბაღში მიმდინარე მოვლენები, მაგალითად როგორიცაა მცენარეში დაავადების კონტროლი.

„როდესაც მივიღეთ ნუშის სექტორში შესვლის გადაწყვეტილება, ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ქართულ აგრო-სამყაროში. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ტექნოლოგიაა, ჩვენი მეტეოსადგური, რომლის საშუალებითაც ვაკონტროლებთ და ვხედავთ, თუ რას გრძნობს მცენარე კონკრეტულ მომენტში. როგორია ტენიანობის

Mkisa Almond orchards

დონე, რა დაავადება ემუქრება, რომელ მავნებელზეა საშიშროება მომატებული და ა.შ, ეს ყველაფერი კი გვაძლევს საშუალებას დროულად მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება“ - აღნიშნა გიგი გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის, „მკისამ“ ნუშის ბაღების გაშენება 2020 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე კომპანიის საკუთრებაში არსებული სუპერინტენსიური ნუშის ბაღები ბოლნისში 40 ჰექტარს მოიცავს.

Comments


bottom of page